გიგანტური ჰესის წინააღმდეგ იმერეთში პროტესტი არ წყდება

ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივები მე-18 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ, დღეს იმერეთის გუბერნატორს ელოდებოდნენ, თუმცა ზვიად შალამბერიძე ადგილზე არ ჩავიდა.

“ჩვენი პოლიციის უფროსს, კოკა მაისურაძეს, აქვს პირობა დადებული, რომ დღეს აქ უნდა ჩამოსულიყო გუბერნატორი. ეს არის ადამიანების მასხრად აგდება. ჩვეულებრივად გადაგვაგდო და იქედან გვითვლის გინდ 5, გინდ 10 კაცი მოდითო. წარმოდგენა არ აქვს რა ხდება აქ, არაფერზე პასუხი არ აქვს და სწორედ ამიტომ არ უნდა მოსვლა. გვიბარებს კაბინეტში, რომ ილაპარაკოს იმაზე, თუ რა სიკეთეები მოაქვს ჰესს. ამ გადაგდებას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. გადავკეტავთ გზას და ტექნიკას არ მივცემთ გადაადგილების საშუალებას”, – ამბობს მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენელი და საპროტესტო აქციების ერთერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი.

banner
წინა სტატიაშიგლდანის მეხუთე მიკრორაიონის N18-N20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო
შემდეგი სტატიავროპარლამენტარები მთავრობას: არ მოახდინოთ ქუჩებში ძალადობის პროვოცირება