26.2 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

გიგა ზედანია: იმას, რაც საზმაუზე მოხდა, დავარქმევდი უფუნქციო ჩრდილოეთ კორეას

„იმას, რაც საზმაუზე მოხდა, დავარქმევდი უფუნქციო ჩრდილოეთ კორეას.
ვისთვის შეინარჩუნეს ეს ‘კარწინკა’? უმაღლესი ლიდერის სიტყვით გამოსვლა იყო? კორპორაციის მრავალათასიანი რეკლამა?
არა. არავინ. არაფერი.
უბრალოდ ყველაფერი ისე გააგრძელეს, როგორც ვიღაცის რაღაცის შესახებ წარმოდგენაშია.
“სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!”
ეს არაა რუტინიზაცია და ავტომატიზაცია.
ნეტავ რამდენი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ ბავშვებს ბუნებრივი რეაქცია არ გამოეხატათ? როგორ მაინტერესებს, რა ქნეს – თვალები უბრიალეს, ხელები უქნიეს, უხმოდ უძახდნენ, არ მიაქციოთ ყურადღებაო?
და რა მოხდებოდა, რომ შეეჩერებინათ?
არაფერიც არ მოხდებოდა.
ეგაა – უმიზნო და უფუნქციო ჩრდილოეთ კორეა.
მეორეს მხრივ, შესაძლოა, ვისაც ნორმალურ-ადამიანური საქციელის ჩადენა შეეძლო, ყველანი უკვე გაყარეს სამსახურიდან? არაა გამორიცხული, ეს ახსნა იყოს სწორი“— წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია სოციალურ ქსელში

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მუსიკალური ნომრის შესრულებისას ბავშვთა გუნდის ერთ-ერთი წევრი, 10 წლის გოგონა, მოულოდნელად დაეცა. გოგონას ბებია ამბობს, რომ გუნდმა სიმღერა გააგრძელა, უწყვეტად გაგრძელდა ეთერიც.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
შემდეგი სტატიათბილისსა და ბათუმში საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ამხილეს — პოლონური მხარის განცხადება