გიგა ზედანია: არის თუ არა საქართველო დასავლეთისგან იზოლაციისთვის მზად? ცხადია, არა

“დღევანდელი მოვლენების შემდეგ ან აღელვებულები ვართ, ან – დამწუხრებულები (გახარებული ვინცაა, იმასთან ლაპარაკს აზრიც არ აქვს).

მაგრამ ერთ აზრსაც ვიტყვი.

მელიამ რაც გააკეთა ძალიან ჰგავდა იმას, რაც ქნა ცოტა ხნის წინ ნავალნიმ რუსეთში. ამას შეიძლება დავარქვათ “თვითმსხვერპლშეწირვის პარადიგმა” პოლიტიკაში – როცა პოლიტიკური ლიდერი რაღაც არსებულ პრობლემას კი არ ‘აჯდება’, არამედ საკუთარ თავზე გადატანილი უსამართლობით ცდილობს ხალხის მობილიზიაციას.
რუსეთში ამან, საბოლოო ჯამში, შედეგი არ გამოიღო; არაა გამორიცხული, რომ საქართველოშიც იგივე მოხდეს (პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ელექტორატის უმრავლესობა სკეპტიკურად არის განწყობილი პოლიტიკოსების მიმართ და მაინცდამაინც არ თანაუგრძნობს მათ პირადად თუ პიროვნულად).

ოღონდ რუსეთის ხელისუფლება მზად იყო ფასის გადასახდელად – დასავლეთისგან იზოლაცია იქ უკვე მომხდარი ფაქტია და დამატებითი სანქციები ბევრს ვერაფერს შეცვლის.

არის თუ არა საქართველო დასავლეთისგან იზოლაციისთვის მზად?

ცხადია, არა. ეს იქნება კატასტროფა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და, უბრალოდ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით (თანაც ამ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში). ამ ზიანის რამით კომპენსირება უბრალოდ შეუძლებელი მგონია.

ეს არის ჩიხი და აქედან როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა უნდა გამოვიდეთ”-წერს ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის რექტორი, გიგა ზედანია

ვირუსის ბლოკატორები