გიგა უგულავა: თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, ადგეს და შევიდეს, მაგის დედაც ვატირე

თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა, ადგეს და შევიდეს, მაგის დედაც ვატირე, ვინ ოხერი აკავებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლა პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს.

„ამ პარლამენტში ვინც არ უნდა შევიდეს, თავს დაიღუპავს, რაც უნდა ის უქნიათ, ვინმე კი არ აკავებს, მართლა საბავშვო ბაღს ხომ არ უნდა დაემსგავსოს, პარლამენტარობას აპირებენ. თუ ვინმეს უნდა, ადგეს და შევიდეს, მაგის დედაც ვატირე, ვინ აკავებს, ვინ ოხერი აკავებს, შევიდეს და დაემსგავსება კობახიძეს, ვოლსკის და ბიძინა ივანიშვილის კიდევ უფრო საზიზღარი მონა იქნება, ვინც შევა. ადგეს და შევიდეს. ამ საქციელსაც ვაჟკაცობა უნდა, აბა გააკეთონ, ვინ არის ერთი ვაჟკაცი, ვნახოთ“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზების შესასწავლად ჩინეთში ექსპერტების გაგზავნა სურს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს