გიგა წულეისკირი: „სფერო ჰოლდინგი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,  რომ გრიგოლეთს სოფლის კი არა კურორტის სტატუსი ჰქონდეს

გრიგოლეთი პატარა სოფელია გურიაში. ბოლო აღწერით აქ სულ რაღაც 286 ადამიანი ცხოვრობდა თუმცა აღწერა 2014 წელს არის ჩატარებული და როგორც ადგილობრივები ამბობენ გრიგოლეთში  მცხოვრებთა რიცხვი დღეს კიდევ უფრო განახევრებულია.  როგორც წესი ზღვისპირეთისკენ მიმავალი  მოსახლეობა გრიგოლეთს გვერდს უქცევს და დასასვენებლად იქვე მდებარე ურეკს, შეკვეთილს, ქობულეთს ან სულაც ბათუმს ირჩევს. არადა გრიგოლეთის   ტურისტების მოზიდვის პოტენციალი უნიკალურია. სწორედ ამ პოტენციალის ფართო მასებისთვის გაზიარებას გეგმავს „სფერო ჰოლდინგი“, რაზეც timer.ge-ს ჰოლდინგის დამფუძნებელი გიგა წულეისკირი ესაუბრა.

  • რატომ დაინტერესდით გრიგოლეთით დაცლის პირას მყოფი სოფლით?
  • მართალი ხართ, გრიგოლეთი დაცლის საშიშროების მქონე  სოფელია. მისი უნიკალური ბუნებრივი რესურსების და მდებარეობის მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობა ადგილზე აღარ რჩება, ან მეზობელ კურორტებზე პოულობენ სამუშაო ადგილებს ან დედაქალაქსა და აჭარაში ან სულაც ქვეყნიდან მიდიან.  სოფელს თავის სკოლა აქვს და ამ სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე სწავლობს. გრიგოლეთი ზაფხულში ცოცხლდება, თუმცა რამდენიმე ტურისტის ჩამოსვლას გაცოცხლებას ვერ დავარქმევთ. ერთის მხრივ გრიგოლეთიდან ადგილობრივები გარბიან იმიტომ რომ სამუშაო ადგილები არ არის, არაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. იგივე მიზეზით ანუ ტურისტული ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო არ ჩამოდის ტურისტი და დამსვენებელი.
  • და ამ პრობლემების მიუხედავად თქვენ გადაწყვიტეთ რომ თქვენი ბიზნესი სწორედ აქ განახორციელოთ…
  • მეტიც, გეტყვით რომ „სფერო ჰოლდინგი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გრიგოლეთს სოფლის კი არა კურორტის სტატუსი ჰქონდეს. სწორედ იყოს გამოყენებული ის გასაოცარი, უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრე რასაც მაგნიტური ქვიშა, ზღვის მარლიანი ჰავა და ასწლოვანი ფიჭვნარი იძლევა.
  • მოდით მკითხველს თქვენ თავად მოუყევით რის მშენებლობას გეგმავთ გრიგოლეთში?
  • “სფერო ჰოლდინგის” უნიკალური პროექტი არის ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “Sfero Towers”, მშენებლობა. სასტუმროს კომპლექსი ითვალისწინებს საშუალოვადიან პერიოდში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის მწვანე საფარი, რომელიც ადგილზე გვხდება. ასწლოვანი ენდემური ჯიშები შენარჩუნდება. ჩვენ მხოლოდ ტერიტორიის 20 პროცენტს ავითვისებთ. ვინაიდან სწორეს ეს უნიკალური ფიჭვნარი, ზღვის ჰავა და მაგნიტური ქვიშა ერთობლიობაში ქმნის იმ უნიკალურ ბალნეოლოგიურ-ტურისტული პოტენციალს, რაც გრიგოლეთს სხვა ზღვისპირა კურორტებისგან გამოარჩევს. რამაც უნდა მოიზიდოს ტურისტი და დაამაგროს ადგილზე ოთხივე სეზონზე.

  • ბატონო გიგა, უფრო დეტალურად მოგვიყევით რა დახვდება ადგილზე ჩამოსულ ტურისტს თქვენი პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ
  • ორი 50 სართულიანი სასტუმრო კოპლექსი,  რომლის ნომრებიც იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდართებთან, პანორამული აუზი ზღვისა და ტყის ხედით; დახურული აუზი;  სპა ცენტრს, (მასაჟისა და საუნის კაბინეტები);  სავარჯიშო დარბაზი;  რესტორანი რომელიც გამორჩეული იქნება ქართული და ევროპული კერძებით;  საბილიარდო და ბოულინგის ოთახები; საბავშვო სივრცეს ანიმატორითა და გასართობი პროგრამებით; პანორამული ტერასა ბენდითა და ცოცხალი მუსიკით.    ასევე სასტუმროს  კეთილმოწყობილი გარე ტერიტორია დამსვენებელს დიდ არჩევანს სთავაზობს: ღია აუზი;   მინი გოლფის, ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები;   მინი აკვა პარკი;  ღია კაფე-ბარები;  საბავშვო სივრცე ანიმატორებით, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ბავშვის დატოვება და   დასვენება; რეკრეაციულ სივრცეში მოწყობილი ველო-ბილიკი, გედების ტბა;    პარაპლანით ფრენა ზღვის თავზე;   წყლის ატრაქციონები, გასეირნება (დაბადების დღის გადახდა) იახტით;   სანაპიროზე მოწყობილი სპეციალური სივრცე ჯვრისწერის ცერემონიისთვის;  რეკრეაციულ ზონაში მოწყობილი დასასვენებელი სივრცეები.  ეს პროექტი ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს დაგეგმარებული გრიგოლეთის მასშტაბურ სასპორტო-სარეკრეაციო კლასტერს პოტენციალს სუფსის შესართავთან, კერძოდ იპოდრომს; გოლფ-კლუბს ჩოგბურთის ღია და დახურული კორტებით; მათ ავტოსადგომებს; ქვიშის სასპორტო მოედნებს მალთაყვაში და სათავგადასავლო პარკს ფიჭვის კორომებში;

 ეს ყველაფერი შესანიშნავია, თუმცა რამდენად გააჩენს ეს ყველაფერი სურვილს ადგილობრივებში დაუბრუნდნენ მშობლიურ მხარეს?

  • რატომ მიდიან ადამიანები გრიგოლეთიდან? იმიტომ რომ არ არის სამუშაო ადგილები, არაა შემოსავალი. სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა განა მარტო გრიგოლეთელებს, არამედ გვერდით მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებსაც დააბრუნებს მშობლიურ მხარეში. როდესაც კურორტზე ტურისტი შემოვა ეს დამატებით სხვა მცირე ბიზნესებს შეუწყობს ხელს და წაახალისებს. ჩვენი პროექტი ოთხივე სეზონზეა გათვალილი. ეს კი ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას ჰქონდეთ მუდმივი და არა სეზონური დასაქმების წყარო.
  • და ბოლოს მინდა გკითხოთ ეკონომიკურ პარამეტრებზე, როგორია თქვენი გათვლები?
  • ჩვენი ეკონომიკური გათვლები მხოლოდ ციფრები არ არის. სფერო ჰოლდინგში ეკონომისტების მთელი გუნდი მუშაობს ამ თემაზე. პროექტის სრული ღირებულება 360 137 954 ლარს შეადგენს. ადგილობრივ ბიუჯეტში სანგარიშო პერიოდში  გადახდილი იქნებ ქონების გადასახდეი 1% ოდენობით  – საპროგნოზო საშუალო წლიური 900 000 – 1 000 000 და აგრეთვე   მიწის მოსაკრებელი  6 603 ლარის ოდენობით. ასე რომ,  ეს მომავლის პროექტია არა მხოლოდ გრიგოლეთისთვის არამედ მთელი რეგიონისთვის.
  • წარმატებებს გისურვებთ ამ რეგიონული მნიშვნელობის პროექტის მშენებლობის პროცესში.
  • დიდი მადლობა, გელოდებით გრიგოლეთში.

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშირატომ განიცადეს „რუსკი კარაბლის“ „პასაჟირებმა“ ქალბატონი დეგნანის წალენჯხიაში სტუმრობა ისე მწარედ, რომ ფეიკნიუსი ფეიკნიუსზე გამოაცხვეს?
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – დაბეჯითებით ვურჩევ ყველა ოჯახის ექიმს, ყველა კოვიდკლინიკას და კოვიდპაციენტებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“