გიგა შუშანია: რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა

„რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა. გაურკვეველია რაში დახარჯეს მათ რვა მილიონი ლარი, ქუთაისის მერი კი ერთხელაც არ დაინტერესებულა ამ პროექტით.“ – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგა შუშანიამ

დღეს, ქუთაისის საკრებულოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგა შუშანიამ ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ადგილობრივ ხელისუფლებას პასუხები მოსთხოვა.

გიგა შუშანიას განცხადებით – „ექვს თვეზე მეტი გავიდა ჩვენი ბრიფინგიდან, სადაც ვითხოვდით პროქტის გამოქვეყნებას და მხოლოდ სურათები გამოაქვეყნეს. უკვე რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში გააკეთა მხოლოდ ის, რომ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა ბულვარში და წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს ამ კომპანიამ წესით ეს სამუშაოები. გაურკვეველია რაში დახარჯეს მათ რვა მილიონი ლარი, ქუთაისის მერი ერთხელაც არ დაინტერესებულა ამ პროექტით და მოვიტხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ამ პროექტის დეტალები, თუ როგორ რა სამუშაოებ უნდა გაკეთდეს და ჩვენ პირადად, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მზად ვართ 24 საათიან რეჟიმში ჩავერთოთ ამ პროექტის მონიტორინგში.“ – განაცხადა გიგა შუშანიამ

banner
წინა სტატიაშისაია-5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების ორგანიზატორები 3 წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან
შემდეგი სტატიათათია ნიკოლაშვილი: ივანიშვილის პირობებში, საქართველოში აღარ არსებობს ადამიანის უფლებები, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რუსული კანონის წინააღმდეგ ჩატარებულ საპროტესტო აქციებზე