პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრის, გიგა ფარულავას განცხდებით, თამაზ ბორაშვილი, როგორც პროფესიული, ოპერატიული თანამშრომელი, თავის წინამორბედებზე უკეთესია.
მისი თქმით, რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სამწუხაროდ, დღეს ეს უწყება ემსახურება პარტიულ ინტერესებს და არა – ქვეყნისა და საზოგადოებისას.
„ბოლო წელიწად-ნახევარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელი ოთხჯერ შეეცვალა, რაც საზიანოა ქვეყნის ინტერესებისთვის“, – აღნიშნა ფარულავამ.








