ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის- გიგა ფარულავას ინიციატივით, საკრებულო საკუთარი ბიუჯეტის ეკონომიიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას 40 000 ლარის ფინანსურ რესურს გადასცემს, რაც ითვალისწინებს ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომელიც სოფელ ორსანტიაში ევროპის ქუჩის, ევროპის ქუჩის პირველი შესახვევის, ერეკლე მეორის, ტაბიძისა და სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩების ბეტონის / ასფალტის საფარის პროექტირების ხარჯებს მოხმარდება.

მოვუწოდებთ ,,ოცნებასა” და ,,ნაცებს” იგრძნონ პასუხისმგებლობა და დაესწრონ საკრებულოს სხდომებს!”- ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა








