20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

გიგა ფარულავა: სამთავრობო ცვლილებები იქიდან გამომდინარეობს, რომ „ოცნებამ“ რაც შეიძლება მეტ ხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება

სამთავრობო ცვლილებები ერთი ადამიანის პირადი ინტერესებიდან და იქიდან გამომდინარეობს, რომ „ოცნებამ“ რაც შეიძლება მეტ ხანს შეინარჩუნოს ძალაუფლების ვერტიკალი, – ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, გიგა ფარულავა მთავრობაში დაგეგმილ მორიგ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს.

ფარულავას თქმით, მინისტრების გადაადგილებით, მოქალაქეების პრობლემები და რეალობა არ იცვლება.

„ჩვენ „ოცნების“ პირობებში მივეჩვიეთ, რომ სამ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ მინისტრები იცვლებიან, მაგრამ ფაქტია, ამას ჩვენი ქვეყნისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, რიგითი მოქალაქეების ყოველდღიური ინტერესებისთვის არავითარი სასიკეთო ცვლილებები არ სდევს თან. ეს კონკრეტული ცვლილებები ერთი ადამიანის პირადი ინტერესებიდან და იქიდან გამომდინარეობს, რომ „ოცნებამ“ რაც შეიძლება მეტ ხანს, დიდ ხანს შეინარჩუნოს ძალაუფლების ვერტიკალი და კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს. შესაბამისად, რა ცვლილებებიც არ უნდა გაკეთდეს, ვინც არ უნდა გაუშვან სახლში, ან მინისტრები გადააადგილონ, ეს ჩვენდა სამწუხაროდ, არ ცვლის იმ მავნებლურ პოლიტიკას, რასაც „ოცნება“ აწარმოებს და იმ მწვავე რეალობას, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ყოველდღიურად“, – აცხადებს ფარულავა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კუპრაძე: ალეკო ელისაშვილის მეოთხე ბრალი ადასტურებს, რომ მდინარაძემ ვერ ამოიღო საკუთარი ბოღმა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება