პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიგა ფარულავას განცხადებით, ,,ოცნებას” და ბოჭორიშვილს ევროინტეგრაცია წარმოუდგენიათ იმ პირობებში, როცა ხელისუფლება მიტაცებული აქვთ.
„მათი პასუხები იყო არა ის, რომ ევროინტეგრაცია გააჩერა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ევროკავშირმა და როგორც სჩვევა, საკუთარი პასუხისმგებლობა გადააბრალა სხვას. ის კონკრეტული მავნებლური ქმედებები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში „ოცნების“ ქმედებების შედეგად გახორციელდა და რომელმაც დღეს სამწუხაროდ იზოლაციაში მოაქცია ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც ხუთი წლის წინ ასოცირებული ტრიოს ლიდერი ქვეყანა იყო რეგიონში, ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერი და პარტნიორი იყო, აღარ არსებობს არც ევროკავშირისთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. დღესაც ისინი საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბიან. ეს გზავნილები, რაც საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა, უნდა მოისმინოს თვითონ “ოცნების” ამომრჩეველმა. იმ ამომრჩეველმა, რომელიც იმ იმედით აძელვდა ხმას ოცნებას, რომ ევროინტეგრაციის ის პროცესი, რომელიც დაწყებული გვქონდა წარმატებით დასრულდებოდა. ,,ოცნებას” და ბოჭორიშვილს ევროინტეგრაცია წარმოუდგენიათ იმ პირობებში, როცა ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, სასამართლო მიტაცებული აქვთ და პოლიტპატიმრებით გაავსეს ციხეები, ასე რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია“,_ აცხადებს გიგა ფარულავა.















