12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

გიგა ფარულავა: “ლელოს” პოზიციას მკაფიოობა სჭირდება

“გახარია საქართველოსთვის” ლიდერი  გიგა ფარულავა აცხადებს, რომ  დღეს „ოცნების“ მხრიდან დიალოგის წინაპირობა ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, ყველა მხარემ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. აღნიშნული განცხადება   პარლამენტის დეპუტატმა  „ლელოს“ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„რაც შეეხება „ლელოს“ განცხადებას, ვფიქრობთ, რომ მეტი მკაფიოობა არის საჭირო, ვისთან, რა საკითხებზე, რა პოზიციიდან, ვისი მედიაციის საშუალებით მოხდეს დიალოგი. დღეს „ოცნების“ მხრიდან დიალოგის წინაპირობა ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, ყველა მხარემ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. დიალოგი აუცილებლად იქნება, მაგრამ სწორ დროს, სწორი აქტორების ჩართულობით და რა თქმა უნდა, ხალხის, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ფარულავამ.

მისი განმარტებით, დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან დიალოგის არანაირი წინაპირობა არ ჩანს.

„ოპოზიციამაც და პოზიციამაც ყველა მხარეს უნდა გაუსწოროს თვალი. „ლელოს“ განცხადებას მეტი მკაფიოობა სჭირდება და არა ზოგადად, მოწოდება მხარეებს დიალოგისკენ. დიალოგი საჭიროა, მაგრამ მკაფიო უნდა იყოს, მაშინ დადონ კონკრეტული გეგმა. არსებულ რეალობაში დიალოგი გარდაუვალია, მაგრამ დიალოგი უნდა იყოს სწორ დროს, სწორი აქტორების ჩართულობით, რომ კიდევ მეტი სიმკვეთრე შესძინონ ამ განცხადებას“, – განაცხადა ფარულავამ და აღნიშნა: „სამწუხაროა, რომ „ლელომ“ საპარლამენტო მანდატები დათმო“.

banner
წინა სტატიაშიIDF: გავანადგურეთ თვითმფრინავი, რომლითაც ირანის განსვენებული უზენაესი ლიდერი სარგებლობდა
შემდეგი სტატია“გარკვეულ პროდუქტებზე ჩვენთან ფასები 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროპაში” – “ორი ნაბიჯი”