20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

გიგა ფარულავა: გვჯერა, ეკლესია იქნება მშვიდობის, თანადგომის და ეროვნული ერთიანობის მთავარი საყრდენი ქვეყანაში

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კათოლიკოს – პატრიარქ შიო III-ს წარმატებებს უსურვებს ქართველი ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანეს მისიაში.

მან სრულიად საქართველოს და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევა მიულოცა.

გარდა ამისა, ის აქციებზე დაკავებულების შეწყალებასთან დაკავშირებით გარკვეული სასულიერო პირების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, თუკი ეს პროცესი დაიწყება.

„დაველოდოთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ადამიანები, რომლებიც დღეს რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, სამწუხაროდ, უკანონოდ იხდიან სასჯელს, უნდა იყვნენ სახლში. ეს ადამიანები სჭირდება თავიანთ ოჯახებს, თავიანთ ქვეყანას გარეთ და არა გამოკეტილ საკანში. შესაბამისად, თუ დაიწყება ეს პროცესი და რა თქმა უნდა, ამას ექნება შედეგი, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშისვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაისმა სიტყვები: „კირილე, უწმინდესი პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა-მრავალჟამიერ (video) “
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს