გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიხეილ სააკაშვილის სამძიმრის დეპეშა მიიღო

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

misha-depგიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიხეილ სააკაშვილის სამძიმრის დეპეშა მიიღო-ინფორმაციას ამის შესახებ “აფხაზეთის ხმა” ავრცელებს.

“შეძრწუნებული ვარ ამ საზარელი მკვლელობის გამო და მთელი გულით გიცხადებთ თანაგრძნობას. შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცე ის ტკივილი, რომელსაც გიგას მკვლელობის გამო განვიცდი. რუსეთის იმპერიის არაადამიანობას კიდევ ერთი უდანაშაულო ქართველი შეეწირა.

ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს!

მე გაძლევთ პირობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი აღარ ეწირებოდეს რუსეთის იმპერიალისტური სახელმწიფოს ბოროტებას. ვიდგები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რომ ჩვენს სამშობლოში აღარ იყოს ოკუპაცია და გიგას შვილებმა იცხოვრონ დამოუკიდებელ საქართველოში.

ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი!

გულითადი პატივისცემით – მიხეილ სააკაშვილი”, – აღნიშნულია დეპეშაში.

banner
წინა სტატიაში(video) ირაკლი ალასანია:ძლიერად დადექით, თქვენ საქართველო არ მიგატოვებთ!!!
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – ხელისუფლება ძირითადად კონცენტრირებულია ოპონენტების დევნაზე