გიგა ოთხოზორიას მვლელობიდამ ორმოცი დღე გავიდა

გიგა ოთხოზორიას მვლელობიდამ ორმოცი დღე გავიდა

დედაგიგა ოთხოზორიას მვლელობიდან ორმოცი დღე გავიდა. გიგას საფლავზე ოჯახის წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია, გიგას მეგობრები იმყოფებოდნენ. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოთხოზრიას ხსოვნას. როგორც გიგა ოთხოზოარის დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ საფლავზე განაცხადა, მისი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გიგას მკვლელი კანონით დაისაჯოს.

მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოთხოზორიების ოჯახმა ღირსეულად იცხოვროს.

 

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 19 მაისს რამდენიმე გასროლით მოკლეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში. მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება მაშინვე მოითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ. ეს საკითხი განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 36-ე რაუნდზე, რომელიც 15 ივნისს გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისის დელეგაციამ მოლაპარაკების მონაწილეებს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია მკვლელობის საქმეზე და კატეგორიულად მოითხოვა დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება.

banner
წინა სტატიაშილევან იზორიას ნათესავი წალენჯიხა-ჩხოროწყუს „აღებისთვის“ „ემზადება“?
შემდეგი სტატიასოფელ კოკში ინციდენტი მოხდა