გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა. სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ყვავილებით შეამკეს. ალექსანდრე მოწერელია ოთხზოზორიას ოჯახის წევრებს შეხვდა და მის დედას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა:

,,ამ უმძიმესი ფაქტიდან ოთხი წელი გავიდა, სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს მიღმა დღესაც არ არიან დაცულნი, მაგრამ უახლოეს მომავალში მოვა ის დრო, როდესაც საოკუპაციო ხაზი და ეკალ-ხლართები აღარ იქნება ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ერთიან მთლიან საქართველოში ცხოვრებას“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

,, გიგა ოთხოზორია არის სიმბოლო ოკუპაციასთან ბრძოლის, ის არის სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ ქმედებებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამთლიანებული საქართველო, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი“ – განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.

banner
წინა სტატიაშიკახეთის რეგიონში გამოკვლეულ 103 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილა