გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მხოლოდ ერთი დღით იყო დაკავებული

13260025_206969563029558_4452506591496325183_nოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი აცხადებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მხოლოდ ერთი დღით იყო დაკავებული.

ამის შესახებ მამუკა ცოტნიაშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა. ის სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მამუკა ცოტნიაშვილის განცხადებით, აფხაზეთში მცხოვრებმა მისმა ახლობლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მომხდარი მკვლელობისას დააკავეს და ერთი დღის შემდეგ გათავისუფლდა. ის ამჟამად სოხუმში იმყოფება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ქართულ მხერს ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

banner
წინა სტატიაში( video) 26 მაისის ღინისძიება სამხედრო ორკესტრების გამოსვლით დაიწყო
შემდეგი სტატიასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა