გიგა ოთხოზორიას დედა ვიდეოს გასაჯაროვებას ითხოვს

გიგა ოთხოზორიას დედა ვიდეოს გასაჯაროვებას ითხოვს

gigas dedaგიგა ოთხოზირიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია მიიჩნევს, რომ აფხაზურნა მხარემ უნდა გაასაჯაროვოს ე. წ გადასასვლელზე, სადაც გიგა მოკლეს, სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალა. მისი თქმით, მან იცის, რომ ამ მასალში ნათლად ჩანს თუ რა მოხდა სინამდვილეში. ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, 6 ივლისს გალში დაგეგმილ ხუთმხრივ შეხვედრაზე, აფხაზურმა და ქართულმა მხარეებმა, დანაშაულთან დაკავშირებით საკუთარი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ რაშიდ ქანჯი-ოღლის ბრალეულობის დასამტკიცებლად და მის დასაკავებლად.

ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ ქანჯი-ოღლის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო “სპუტნიკი” დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო პროკურორ ადგურ აგრბაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ცნობილი იყო, რომ არაღიარებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურა ქანჯი-ოღლისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოკლეს.

ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, რაშიდ ქანჯი ოღლს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ განზრახ მვლელობის ბრალი წარუდგინა. ის არაღიარებული აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში განიხილვენ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: უცხოური ვალუტა იყიდეთ და გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ
შემდეგი სტატიარეფერენდუმი ბრიტანეთში – უახლესი ინფორმაცია