გიგა ნიკოლეიშვილი მერიაში გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს არ გამორიცხავს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ადმინისტრაციის ახალი უფროსი მერიაში გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა, გიგა ნიკოლეიშვილმა, დღეს საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიგა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს სხდომაზე მისი თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის განხილვის დროს ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ გიგა ნიკოლეიშვილი უსაფრთხოების სპეციალისტია, მას კარგი გამოცდილება აქვს, მაგრამ სხვა მიმართულებით.

“ოპოზიციამ ჩემი CV ალბათ ბოლომდე ვერ წაიკითხა, რადგან იქ გარკვევით ეწერა, რომ მე ვმუშაობდი ადმინისტრაციულ თანამდებობეზე”, – აღნიშნა გიგა ნიკოლეიშვილმა. მისივე თქმით, მერიის ადმინისტრაცია ცოცხალი ორგანიზმია, გამოწვევებს ელოდება და თავისი გამოცდილებით მზად არის ამ გამოწვევებს უპასუხოს.

“ვფიქრობ, ჩემი მისვლით უფრო წარმატებული და უფრო ეფექტური გახდება ადმინისტრაციის მუშაობა”, – განაცხადა თბილის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა. გიგა ნიკოლეიშვილმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, გეგმავს თუ არა იგი მერიის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს.
“მცირე დოზით საკადრო გადაადგილებები იქნება. კონკრეტულად რა საკადრო გადაადგილებები იქნება ჯერ ვერ გეტყვით. გავეცნობი თანამშრომლებს, შევაფასებ მათ პროფესიონალიზმს და იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს გადაადგილებებზე”, – დასძინა ნიკოლეიშვილმა.

გიგა ნიკოლეიშვილმა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე პაატა ჯაჭვლიანი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე იანვრის ბოლოს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაექიმის ინფორმაციით, ქალს, რომელიც საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა, ფსიქიკური დაავადება ჰქონდა