გიგა ლემონჯავა: მე დარწმუნებული ვარ ჩვენი აქციები შედეგს გამოიღებს

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ ოთხი მოქალაქე შიმშილობას განაგრძობს. პროტესტის უკიდურესი ფორმის გამო რამდენიმე მათ თანამოაზრეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც ისინი მეგობრებმა ჩაანაცვლეს.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ შს მინისტრის გადადგომა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ქვეყენაში კანონის უზენაესობის დასამყარებლად. მათი თქმით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გიორგი გახარიამ ლეგიტიმაცია დაკარგა.

„ ეს გადადგომა არის უმნიშვნელოვანესი საქართველოში უფლებების საბოლოოდ განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის დამყარების თვალსაზრისით და ეს არის ჩვენი მოტივაცია და ამიტომ არ შევწყვეტთ ჩვენ ამ საპროტესტო აქციას. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარია გადადგება. მეტიც, გიორგი გახარიას ლეგიტიმაცია, როგორც პოლიტიკური ფიგურის აღარ არსებობს ამ ქვეყანაში, დარჩა უბრალოდ მისი ფორმალურად გადაყენება და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი აქციები შედეგს გამოიღებს და გიორგი გახარია ფორმალურადაც აღარ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი,“- განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ გიგა ლემონჯავამ.

მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშიც კი, პროტესტს არ შეწყვეტენ.

banner
წინა სტატიაშიბექა ბასილია: ჩვენი მხნეობა მტკიცეა, მოთმინება ამოუწურავი
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ აქციათა 1.81 პროცენტი დროებით გაასხვისეს