“ის, რაც დაკავების შემდეგ ელენე ხოშტარიას მიმართ ჩაიდინეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა.
ის, რაც ელენემ საჯაროდ თქვა გამოვლილი აქვს ბევრ ადამიანს.
ყველა ამ ადამიანის სახელით, ადამიანურობის სახელით, ამ სისტემური წამების ყველა ორგანიზატორი, ყველა შემსრულებელი, ყველა, ვინც ამას უყურებს და დანაშაულს მალავს, აგებს პასუხს.
მიწა დაიწვება თქვენს ფეხქვეშ,- წერს დროას ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლეომონჯავა.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მას გზის გადაკეტვას ედავებიან.
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის ადვოკატის, თეონა ზაქარაშვილის თქმით, ხოშტარიას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ამ დროისთვის უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო ელენე ხოშტარიას უკანონოდ დაკავების საქმეზე.
ელენე ხოშტარია, 28 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.