16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

გიგა ლემონჯავა: ირანულმა დრონმა ნავთობსადენს დაარტყა საქართველოს ტერიტორიაზე, შსს და სუსი დუმს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის  გიგა ლემონჯავას ინფორმაციით, საერთაშორისო წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანულმა დრონმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს დაარტყა საქართველოს ტერიტორიაზე.

ინფორმაცია ვრცელდება ქართულ მედიაშიც.
“არავითარი განმარტება, არავითარი ინფორმაცია – სუსი და შსს დუმს. ყველაფრისთვის აქვთ დრო, გარდა იმისა, რაც ამ უწყებების ნამდვილი საქმეა”,_ წერს ლემონჯავა.
ცნობისთვის, ბაქო ადასტურებს რომ, ირანის საზღვრიდან 7-8 კმ მოშორებით მდებარე ნახიჩევანის აეროპორტის ტერმინალს მოხვდა ირანული დრონი… აფეთქების შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, დაზიანდა შენობა!!!მეორე დრონი აფეთქდა აეროპორტთან ახლოს მდებარე სკოლის შენობასთან… საბედნიეროდ,იქ არავინ დაშავებულა!ბაქოში ირანის ელჩი გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში…ბაქო აცხადებს, რომ იტოვებს საპასუხო მოქმედების უფლებას!
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია იმ 12 ქვეყნის შესახებ,  რომელთაც ირანმა პირდაპირ შეუტია.ესენია: აზერბაიჯანი,  არაბეთის გაერთიანებული საემიროები,  თურქეთი,  კუვეიტი,  კატარი,  იორდანია,  საუდის არაბეთი,  ომანი,  ერაყი,  ბახრეინი,  კვიპროსი,  ისრაელი.აქედან 10 მუსულმანური ქვეყანაა, 2 ნატოს წევრი, 2 -კი ევროპული სახელმწიფო.
banner
წინა სტატიაშიადვოკატი: პროცესზე წარმოვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძის შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება მის მიერ გაწეულ ხარჯებს
შემდეგი სტატიასეს-მა აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა