“ელენე ხოშტარიას არ მკურნალობა მალე შეიძლება დასრულდეს ძალიან მძიმე შედეგით, მათ შორის, იმით, რომ მან ვერ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება“, —ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
ინფორმაციისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ კი ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.














