15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

გიგა ლემონჯავა: დღეს ვიწყებთ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად

„ოპოზიციური ალიანსის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იწყებენ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად.

მისი განმარტებით, შექმნილია QR კოდი, სადაც მსურველებს შეუძლიათ გადარიცხონ მცირედი თანხა და დიდი წვლილი შეიტანონ „პოლიტპატიმრების დახმარებაში.“

„იმ ადამიანებს, ვინც აქ შევიკრიბეთ და მათ, ვინც ტელეეკრანებიდან გვიყურებთ, მინდა გითხრათ, რომ დღეს ვიწყებთ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, თქვენ ტელეეკრანებთან ხედავთ QR კოდს, რომელიც ძალიან კარგმა ადამიანებმა – სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. აქ თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ მცირედი თანხა და დიდი წვლილი შეიტანოთ პოლიტპატიმრების დახმარებაში. საბოლოო ჯამში – სოლიდარობა და ერთმანეთის მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, რომელიც გაგვამარჯვებინებს!“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგაერო-ს წევრი 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ერთობლივ განცხადებაში რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებას გმობს