გიგა ბოკერია: ოპოზიცია მეხუთე რაუნდამდე ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია მეხუთე რაუნდამდე ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს. მისი თქმით, ეს არის ის მაქსიმალური კომპრომისი, რაც შეიძლება დაუშვან.

“მეხუთე რაუნდამდე შეთავაზებული კომპრომისი არის, ვინაიდან ვერ ვთანხმდებით, დავსუვათ ეს კითხვა ჩვენს მოქალაქეებს. საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმასთან ერთად, შევთანხმდეთ პლებისციტზე, სადაც დაისმევა კონკრეტული კითხვა ხალხისთვის – გსურთ თუ არა, რომ არჩევნები ჩატარდეს შემოდგომაზე 2021-ის, ან ნებისმიერ დროს ხელახლა და ჩვენმა მოქალაქეებმა გასცენ პასუხი ამ კითხვას. ეს არის მაქსიმალური კომპრომისი რაც კი შეიძლება იყოს.

ჩვენ ჯერ შევთავაზეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ახლა ვთავაზობთ პლებისციტს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, ბუნებრივია სხვა ჩვენს მოთხვნებთან ერთად”. – ამბობს ბოკერია.

ჟურნალისტის კითხვაზე, შევა თუ არა ის პარლამენტში პლებისციტის შემდეგ, ბოკერია ამბობს, რომ თუ პლებისციტში ხალხის ნება გამოვლინდა, მაშინ ასე უფრო ლოგიკური იქნება.

“თუ პლებისციტზე იქნება თანხმობა, თუ წესებზე იქნება თანხმობა და ხალხის ნება ამ პლებისციტში გამოვლინდა, რომ არ სურთ ახალი არჩევნები, მაშინ ეს ნება უნდა მიიღოს ყველამ. ეს უფრო ლოგიკური იქნება”. – ამბობს ბოკერია

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაპარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ