გიგა ბოკერია:”ნაციონალური მოძრაობის” დროს მსგავსი შინაარსის კადრები არასდროს გამოქვეყნებულა

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, გადაცემა არჩევანში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ამსახველი კადრების გამოქვეყნების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მსგავსი შინაარსის კადრები არასდროს გამოქვეყნებულა.

„არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებისა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში როგორც გაირკვევა, საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მაშინ იცოდნენ, ვინც ამას აკეთებდა, რომ სადმე თუ გამოაქვეყნებდნენ მსგავს მასალას, ვერ გადარჩებოდნენ. თავები დაიყრებოდა მათი, ვინც ამაზე პასუხისმგებელი იყო. ამას პლიუსად კი არ ვიწერ, მაგრამ ეს ასე იყო,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია დღეს შექმნილ ვითარებას ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის პერიოდთან პარალელებს ავლებს. მიხეილ სააკაშვილზე მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს და ამბობს, რომ ასეთი ვითარება, მასიურად ფარული ჩანაწერები და ასე დაშანტაჟება, ხდებოდა სწორედ იმ პერიოდში.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გიგა ბოკერია, სისტემის რეფორმირებას ითხოვს და ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას პრობლემის მოგვარების მთავარ პირობად ასახელებს.

„ეს კაცი პოლიტიკურად ავადმყოფია და მან სხვანაირი მართვა ხელისუფლების არ შეუძლია,“ – ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილისთვის “ნაციონალური მოძრაობა” და ალასანიას პარტია არის შავი სიზმარი
შემდეგი სტატიაკუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი პროკურატურაში დაიბარეს