გიგა ბოკერიამ ხელისუფლებას და მხარდამჭერებს მოუწოდა, ნუ შეიკრიბებიან საარჩევნო უბნებთან

news
ავტ.: news იანვარი 28, 2016 11:36

გიგა ბოკერიამ ხელისუფლებას და მხარდამჭერებს მოუწოდა, ნუ შეიკრიბებიან საარჩევნო უბნებთან

მნიშვნელოვანი

  • გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები მიმდინაროებს. 10 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის 3%-იანი აქტივობა ფიქსირდება. გარდაბნის #21 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე 7 საჩივარი დაიწერა, სერიოზული დარღვევები არც ერთ უბანზე არ მომხდარა, დაწერილი საჩივრებიც მხოლოდ მცირე ტექნიკურ ხარვეზებს ეხება.

სხვა სტატიები

გარდაბნის #6 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა. აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესს “ნაციონალური მოძრაობიდან” გიგა ბოკერია აკვირდება.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, #6 უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა დაახლოებით ერთი საათი წინ საარჩევნო უბანთან, გარე ტერიტორიაზე ავტომანქანებით 40-მდე სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა იყო შეკრებილი. გიგა ბოკერიამ ახალგაზრდებთან შეკრების მიზეზის გარკვევა სცადა. ბოკერიას განცხადებით, მსგავსი მობილიზება უბნებთან დამატებით დაძაბულობას ქმნის. მან მოუწოდა ხელისუფლებას და ხელისუფლების კანდიდატის მხარდამჭერებს, რომ ნუ შეიკრიბებიან ასე უბნებთან.

#6 საარჩევნო უბანზე მივიდნენ გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ლადო ბოჟაძის განცხადებით, ინციდენტი, რომელიც მოხდა #6 უბანთან, არ ყოფილა უბნის შიგნით, ეს იყო უბნის გარეთ.

“უბრალოდ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ჩათვალა, რომ გარეთ იყო მობილიზებული “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და მოუწოდა მათ დამატებითი დაძაბულობას ნუ შექმნიდნენ და დაეტოვებინათ უბნის ტერიტორია. ამ ინციდენტს არანაირი ზეგავლენა მე-6 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესზე და არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე არ მოუხდენია”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები მიმდინაროებს. 10 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის 3%-იანი აქტივობა ფიქსირდება. გარდაბნის #21 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე 7 საჩივარი დაიწერა, სერიოზული დარღვევები არც ერთ უბანზე არ მომხდარა, დაწერილი საჩივრებიც მხოლოდ მცირე ტექნიკურ ხარვეზებს ეხება.

news
ავტ.: news იანვარი 28, 2016 11:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics