გიგა ბოკერია – ვითარების განმუხტვას მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეძლებს

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ეფექტური გამოძიებისთვის ფუნდამენტური საკითხია, ახალი პროკურორი ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე ფიგურა იყოს.

„ასევე მნიშვნელოვანია, ოპოზიციური კონტროლის ქვეშ მყოფი საპარლამენტო კომისია, მაგრამ განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელი საქციელის ფონზე, ეს ნაბიჯებიც კი ვერ განმუხტავს ბოლომდე პოლიტიკურ კრიზისს და მართლაც ლოგიკურია ის მოთხოვნა, რომელიც გაისმა აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე. მხოლოდ ეს შეძლებს ვითარების განმუხტვას და ხელისუფლება ღრმად ცდება, თუკი ელოდება ამ პროტესტის ნელ-ნელა ჩაცხრობას, ეს დიდი შეცდომაა მათი მხრიდან“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მთავარი პროკურორის გადაყენებით ცდილობს აქციის ჩაცხრობას.

„ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ვითარება. ჩვენ გუშინ ვიხილეთ აბსოლუტურად უსუსური პრემიერ-მინისტრი. ამ მთავრობას ქვეყნის მართვის არანაირი რესურსი აღარ აქვს, ამიტომ ლოგიკურია, ეს პოლიტიკური კრიზისი ვადამდელი არჩევნების გზით განიმუხტოს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„დაინგრეს სისტემა“ – ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან