გიგა ბოკერია: ვინც განთავისუფლდა ამ „შავი სიიდან“, ახლა წავლენ და სამსახურს იშოვიანო მართლა გჯერათ, რომ ეგრე მოხდება?

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს“ძალიან ვწუხვარ, ბატონო კობა, რომ თქვენგან მოვისმინე თითქმის ერთი ერთში ჩვენი მთავრობის მავნებლური და ახლომხედველური პოლიტიკის ფუძემდებლური თეზისების გამეორება. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენც გგონიათ, რომ ხალხის პრობლემა არ არის ის, რომ სამსახურს ვერ პოულობენ, რომ სამუშაო ადგილები არ იქმნება და არის დაბალი ეკონომიკური ზრდა. გგონიათ, რომ ამ პრობლემების გადაჭრა ხდება წინასაარჩევნოდ მთავრობის მიერ, თქვენ აქ ორი კერძო პირი ახსენეთ და ორი კერძო პირი არ იყო მტავრობა იყო ჩარეული. პრემიერმინისტრის ჩარევით მოხდა ამ ოპერაციის განხორციელება და თქვენ როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეს არ მიგაჩნიათ პრობლემად. ხალხი ვინც წვალობდა და იხდიდა, იმათთვის რა სიგნალია ეს და ხვალ რა მოუვა ყველა იმ ადამიანსა და ჭარბვალიანობას, როცა ერთხელ საარჩევნო სპეკულაციისთვის ასეთი რამე ხდება მთავრობის ჩარევით? თქვენ ამაზე ან არ გსურთ პოზიციის დაფიქსირება, ან კიდევ უფრო უარესი პოზიცია გაქვთ. თქვენთვის მომგებიან მონაცემებს ასახელებთ, რატომღაც ბოლო ორი წელი აარჩიეთ და უნდა დაითვალოთ ჯამში, ამ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის დროს რა მონაცემებია და როგორი იყო იქამდე, ყოველგვარი დედოლარიზაციის გარეშე. ზოგადად ნდობა არის ეროვნული ვალუტის მიმართ ეკონომიკური ზრდა და განწყობაა მომხმარებლების და მოქალაქეების, რაც განსაზღვრავს მაგ პროცესს და არა მთავრობის ჩარევა და შეზღუდვა, რაც კიდევ უფრო ანელებს, ისედაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას. კიდევ ერთი ფენომენალური ფრაზა თქვით – ის ხალხი, ვინც განთავისუფლდა ამ „შავი სიიდან“, ახლა წავლენ და სამსახურს იშოვიანო. მართლა გჯერათ, რომ ეგრე მოხდება? იმ ხალხმა სესხი იმიტომ აიღო, რომ სამსახურს ვერ შოულობდა. მიზეზ-შედეგი გერევათ,”- ასე მიმართა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიმ ეროვნული ბანკის პრეზიდენს კობა გვენეტაძეს, რომელაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ვალები გაუნულდათ, ლეგალურად დასაქმების საშუალება ექნებათ.

banner
წინა სტატიაშიგვენეტაძე: ადამიანებს, რომლებსაც ვალები გაუნულდათ, ლეგალურად დასაქმების საშუალება ექნებათ
შემდეგი სტატიასახელმწიფომ ტაქსის ფასების ზრდა არ უნდა უკარნახოს – გიგი წერეთელი თბილისის მერს აკრიტიკებს