გიგა ბოკერია – ვეკითხებით გრიგოლ ვაშაძეს, დაუჭერს თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს არჩევნების მეორე ტურში?

ვეკითხებით გრიგოლ ვაშაძეს და „ნაციონალურ მოძრაობას“, დაუჭერენ თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს არჩევნების მეორე ტურში?!, – აღნიშნული კითხვით მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კონკურენტ პარტიას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს.

როგორც ბოკერია ამბობს, ის ვაშაძისგან ელოდება კონკრეტულ პასუხს – კი, ან არა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატის თქმით, ნებისმიერი სხვა პასუხი უარყოფად ჩაითვლება.

„მთელი ამ საარჩევნო კამპანიაში განსხვავებები „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე კიდევ უფრო გაღრმავდა ვიდრე აქამდე იყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს შორის პოლიტიკური განსხვავება დღეს არის ძალიან დიდი. ჩვენ ძალიან ცოტა დაგვრჩა საერთო შიდა პოლიტიკურ საკითხებში. მიუხედავად ამისა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწიეთ „ევროპის სახალხო პარტიის“ ქოლგის ქვეშ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან. მინდა კითხვით მივმართო გრიგოლ ვაშაძეს, მთელ მის გუნდს, მის პოლიტიკურ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ყველას, ვინც იქ არის. ველოდებით კონკრეტულ პასუხს – როდესაც დათო ბაქრაძე გავა მეორე ტურში ამ არჩევნებზე, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მას მხარს მეორე ტურში. ველოდებით კონკრეტულ მკაფიო პასუხს“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილს 22-25 ოქტომბერს თითქმის 1.5 მილიონი ლარი შესწირეს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება