გიგა ბოკერია-“თუ პროპორციული ჩავარდა,ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის ეს იქნება კატასტროფა”

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

“ევროპული საქართველოს” დეპუტატი გიგა ბოკერია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით , “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაჟორიტარი დეპუტატის წინააღმდეგობას გამოეხმაურა.

ბოკერია ამბობს, რომ  ვითარება არ არის შექმნილი, როდესაც “ქართული ოცნების” ერთ, ორ ან თუნდაც ათ ხმაზეც კი იყოს დამოკიდებული კანონპროექტის მიღება-არმიღების საკითხი.

“თუ აღმოჩნდება, რომ უმრავლესობის 20-30-40 არ დაუჭერს მხარს კანონპროექტს, არავინ მიიღებს იმ ვერსიას, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არაა,” – ამბობს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე იქნება, რომ მათ ის დაპირება შეასრულონ, რომელიც მათ არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის, არამედ საზოგადოების წინაშე დადეს.

“თუ ამას არ იზამენ, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ პერსონალურად ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის ეს იქნება კატასტროფა,“- თქვა ბოკერიამ.

დეპუტატის განმარტებით, თუ ბიძინა ივანიშვილი დაპირებას არ შეასრულებს, ის ძალიან სახიფათო ვითარებას მიიღებს, რაშიც მისი თქმით, დიდი საპროტესტო აქცია არ იგულისხმება.

“ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული სერიოზული პოლიტიკური არასტაბილურობისთვის, რომელსაც ისინი ვერ გადაურჩებიან ვერცერთ შემთხვევაში და ამ ტიპის ადამიანების, როგორიც ივანიშვილი და მისი გარემოცვაა, ყველაზე ცუდი სცენარი სწორედ ესაა. ამიტომ დათმო ივანიშვილმა პროპორციულ სისტემაზე,“- ამბობს დეპუტატი.

 

banner
წინა სტატიაშიკახა საბანაძე: “სამინისტრომ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი”
შემდეგი სტატია“როცა უკვე ჰოპ თქვი და გადავხტი, ჰაერში უკან მობრუნება არ გამოდის”-ქანთარია