გიგა ბოკერია: თუ გოიმი ხარ, ჯობია ნომერ პირველი გოიმი იყო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 21, 2020 16:02

გიგა ბოკერია: თუ გოიმი ხარ, ჯობია ნომერ პირველი გოიმი იყო

გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, ჯობია და რომ ნომერ პირველი გოიმი იყო, ასე რომ მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმეტისთვის, – ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, პირველობისკენ უნდა მიისწრაფოდეს ყველა ადამიანი.

„მე ასე არ ვაფასებ ჩემს თავს, მაგრამ რადგან ნომერ პირველ გოიმად ჩამთვალა, მადლობა მას. თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ პირვლობისკენ უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ გოიმების სპექტრში გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 21, 2020 16:02

Google სტატისტიკა


5,856
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics