“სამწუხაროდ, ის მძიმე რეალობა რაც გვაქვს, არის ადეკვატურად აღწერილი”.- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას.
მისივე თქმით, ის დისკუსიაც ასახავს ქვეყნის რეალობას, რომელიც მიმდინარეობს ევროპის დედაქალაქებში, მისცენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი პუტინისტური რეჟიმის მიუხედავად.
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა რა დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ არის, რომ იმის მიუხედავად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი პარტნიორები ამა თუ იმ გეოპოლიტიკური და სხვა მოსაზრებებით, ჩვენი ეროვნული ამოცანა არ იცვლება. ამ პუტინისტური რეჟიმის შეცვლის გარეშე, ჩვენ ვერ წავალთ წინ, ვერ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, უსაფრთხოებას. ვერ გავხდებით თავისუფალი ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა”.- ამბობს გიგა ბოკერია.