გიგა ბოკერია – სიძულვილით გადადგმული ნაბიჯები ქვეყანას დააზიანებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მიმდინარე მოვლენების შეფასებისას – საქმე ეხება გიორგი გახარიას გადადგომასა და ნიკა მელიას დაპატიმრების გადადებას – ფიქრობს, რომ საბოლოო წარმატება მშვიდობიან ცვლილებებს მოჰყვება.

“საქართველოში აღარასდროს უნდა შეიქმნას ის ვითარება, რომელიც იყო ბოლო საათებში. პოლიტიკური სიძულვილით გადადგმული ნაბიჯები ქვეყანას დააზიანებს. ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოებას ჰქონდეს ლეგიტიმური განცდა, რომ მოქალაქეები არიან პატრონები ამ ქვეყნის, რომ არჩევნებს აზრი აქვს და ის არის ერთადერთი ნორმალური გზა ხელისუფლებაში დარჩენის ან შეცვლის”, – ამბობს ბოკერია.

მისივე აზრით, ხელისუფლებამ აღარასდროს უნდა იფიქროს, რომ ვინც არ მოსწონს, ის პოლიტიკურად უნდა დევნოს.

“კარგია რაც მოხდა დღეს, მაგრამ საბოლოო წარმატება იქნება, როცა ბოლომდე განიმუხტება კრიზისი მოლაპარაკების გზით… ოპოზიციას აქვს სრული ერთიანობა, რომ უნდა იყოს მოლაპარაკებები და სიმშვიდე”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ადვოკატი – არ ვფიქრობ, რომ ეს არის რამდენიმესაათიანი გადადება
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – თავისუფალი ხალხის მშვიდობიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო