გიგა ბოკერია: შევარდნაძის სულიერი მემკვიდრეები ხართ

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებას ითხოვს.

„ამ პრობლემის გადასაჭრელად ექვსი თვის თავზე პირველ ნაბიჯებს დგამთ? აქამდე არაფერი არ გააკეთეთ, ხო? – ამ აღიარებისთვის მადლობა. ისევ ცხრა წელზე გადახვედით და თქვით, ქვეყანა თქვენ დაღუპეთ, ბიუროკრატიული სტრუქტურები რომ გააუქმეთო. ანუ, შევარდნაძის დროში წახვედით, რომლის სულიერი მემკვიდრეები თქვენ ხართ, თქვენი დიდი ნაწილი. მაშინ, საქმე კარგად იყო? ამ გზით გინდათ წასვლა? თქვენს მიერ ბიუროკრატიული სტრუქტურების შემოღების შემდეგ, ვითარება გაუმჯობესდა? – პირიქით, ვითარება დამძიმდა. წარსულზე რომ არ ვიკოტრიალოთ, თქვენ შევარდნაძის დროს ამბებს მისდევთ და ცხრა წელს ახსენებთ, ცვლილებებზე ვისაუბროთ. თვითმიზანი დასჯა კი არ არის, თვითმიზანია, ყველამ იცოდეს, რომ თუ მის გამო ადამიანი დაზიანება, ამაზე პასუხისგება მოუწევს, ზოგს სისხლის სამართლებრივად, კომპანიებს – ფინანსურად. ამ შემთხვევაში, ბიუროკრატიული სტრუქტურების გარეშე იზრუნებენ, რომ შრომის პირობები კარგი ჰქონდეთ. თქვენი ცვლილებებით, შედეგი სამუშაო ადგილების შემცირება იქნება და სადაც სამუშაო ადგილები იქნება, იქ თქვენ მიერ დანიშნულ ბიუროკრატებს ქრთამს გადაუხდიან. გინდათ, ეს მოხდეს? ესეც პირდაპირ აღიარეთ. რა შუაშია, ლოზუნგი – ვიზალიბერალზიაცია? მარტივი ცოდნა მაინც ხომ უნდა გქონდეთ? ყველა ამ პროცესის დაძვრა და პოლიტიკური გარდატეხა, მაგ წლებში მოხდა. საქართველო ევროპულ სახელმწიფოს დაემსგავსა და ბოლომდე ვერ გახდა, მაგრამ ქვეყანა განხილვის საგანი გახდა და ევროპულ ორბიტაში იმიტომ მოხვდა, რომ კორუფცია ბიუროკრატიის წესი არ იყო. ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ ეს გარდატეხა მაშინ მოხდა. მართალია, თქვენ ეს არ მოგწონთ, მაგრამ ეს პოლიტიკური მემკვიდრეობაა. თქვენი მავნებლური პოლიტიკის მიუხედავად, სწორედ მაგ ცვლილებების გამო, საქართველო დღესაც კი ბევრი მეზობელისგან გამორჩეულია“, – მიმართა უმრავლესობის წევრებს ბოკერიამ.

გამოსვლისას გიგა ბოკერიამ უმრავლესობას ორი საკითხის გაზიარება ურჩია.

„თქვენ რა მოდელსაც გვთავაზობთ და მისტირით, რომ ბევრი წესი იყოს, რომელიც ყველას ფეხებზე ჰკიდია, არ იმუშავებს. ეგ თუა გამოსავალი, მაშინ რა ვიზალიბერალზიაციაზე საუბრობთ? კონკრეტული ინსტრუმენტებია, რომელიც უნდა შეიქმნას. როცა მოხდება არა აუცილებლად ტრაგედია, არამედ ადამიანის დაზიანება, თუ მტკიცებულებები იქნება, ადამიანი უნდა დაისაჯოს და ამას ყველა გაიგებს. ასევე მეორე საკითხს გთავაზობთ, რომ სამოქალაქო დავებზე იმ ტიპის ცვლილება მოხდეს, სადაც მომჩივან ადამიანს ან ტრაგიკულ შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს საშუალება ჰქონდეს, კომპანია ლეგიტიმურად და მწარედ დასაჯოს. როცა ეს ამბავი გავრცელდება, კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ. თქვენ ბიუროკრატებს უფრო ნუ ენდობით, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს“, – აღნიშნა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განხორციელდა
შემდეგი სტატიადავით ხარშილაძის განაჩენი 22 მარტს გამოცხადდება