გიგა ბოკერია – შარლ მიშელმა გვითხრა თუ არა, შევიდეთ პარლამენტში ?

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგია ბოკერია აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საკითხი მთავრობისგან მოდის.

„ზოგადად, ეს შემოთავაზება მთავრობისგან არსებობს. ოღონდ, ეს შემოთავაზება ვერ განხორციელდება, თუ არ განიმუხტა ის დანარჩენი საკითხები, რადგანაც ეს ყველა საკითხი ერთად – იგულისხმება პოლიტიკური დაპატიმრებები და ვადამდელი არჩევნები, ეს საკითხები თუ არ გადაიჭრა, სხვა საკითხები ვერ დაიძვრება, რომელიც ბევრად უფრო გრძელვადიანია. საპარლამენტო მუშაობა და შიგნით დემოკრატიული ახალი პროცესების დანერგვა, ვერ მოხდება, თუ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი არ გაირკვა“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, შეკითხვაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრაზე ხომ არ იყო საუბარი, რომ ჯერ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და შემდეგ გადაწყდეს ეს საკითხები, ბოკერიამ თქვა, რომ ამ საკითხამდე საუბარია არ მოსულა.

„ანუ, მიშელმა გვითხრა თუ არა ეს ამ შემხვედრაზე? არა, აქამდე საკითხი არც მისულა, რადგან ჯერ ჩარჩო დაიდო იმისა, როგორ და რა საკითხებს ხედავს ის ჩვენთან, ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებად. ჩვენ ვინც უნდა მოგვიწოდოს პარლამენტში შესვლისკენ, პოზიცია გვაქვს მყარი იმ თვალსაზრისით, რომ ლეგიტიმაცია თუ არ აქვს პარლამენტს, შესვლა ხელს კი არ უწყობს განმუხტვას, უნდობლობას ნერგავს არჩევნების მიმართ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 250, იმერეთში – 57, შიდა ქართლში – 35
შემდეგი სტატიაჰოჯესი – ის, რაც ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას არ ეხმარება