გიგა ბოკერია – საპროტესტო აქციები გარდაუვალია

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, მათ შორის უტიფარი და გამჭვირვალე ფორმით. მელია არსად არ გარბის, რა გირაოა საჭირო – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ, ეს ბრაზს გააძლიერებს. როგორც ბოკერიაამბობს, საპროტესტო აქციებ გარდაუცვალია.

„ოღონდ წავიდეს მელია და სიამოვნებით გაუშვებენ. მთელი ეს საქმე შეკერილია. თავადაც ყველამ იცის და ამიტომ, თვითონ მოიქციეს ამ კუთხეში თავი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ ამ აბსურდული ბრალდებით, ეს პოლარიზაციას კი არ შეამცირებს, არამედ ბრაზს გააასმაგებს. საპროტესტო აქციები ყველა შემთხვევაში გარდაუვალია. თუ დააკავებენ, ამ გეგმაში შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიხანძარი თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად სამი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს