გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობას – როდის გამოიყენებთ სალომე ზურაბიშვილზე ტერმინს „სამარცხვინო“?

,,როდის იხმართ ტერმინს სამარცხვინოს სალომე ზურაბიშვილზე?“ – ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას. გიგა ბოკერიამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები მხოლოდ სამარცხვინო კი არა, ქვეყნისთვის საშიშია.

„მთელი ეს სპირალი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით დაიწყო ასე: მან გააკეთა სამარცხვინო განცხადება. თქვა, რომ 2008 წელს ომი საქართველო დაიწყო. ამის გარდა, შემდეგ როგორც მედვედევი ამბობდა, ზურაბიშვილმაც თქვა, რომ საკუთარი მოსახლეობა დავბომბეთო. თქვენ თავიდან აღშოფთდით და გააკეთეთ განცხადებები, რომ არ ეთანხმებოდით. შემდეგ, დარწმუნდით, რომ ბიძინას გადაწყვეტილებაა, რომ სალომე უნდა იყოს, შეიკარით როგორც გჩვევიათ და დააწყეთ ნარატივი, რომ კარგი განცხადებაა ეს. ის მეთოდი გაქვთ, რაც აქვს რუსულ პროპაგანდას. არ აქვს მნიშვნელობა არც ფაქტებს, არც ლოგიკას, არაფერს, მთავარია იყოს ბევრი სისულელის და ტყუილის ნიაღვარი.

ახლა ჩავიდა სამცხე-ჯავახეთში და პირდაპირ რუსული ნარატივი გაიმეორა, რომ ჩემი ოპონენტი იქ თურქების საქმეს აკეთებდაო. მაშინ აღშოთდებით ახლა აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან რომ ჩავა და იტყვის, რომ ოპონენტები სომხები არიან და გვიპყრობენო? თუ ასლან აბაშიძის დროშა უნდა ააფრიალოს აჭარაში? რა უნდა ქნას, როდის მიხვდებით, რომ ეს მხოლოდ სამარცხვინო კი არა, ქვეყნისთვის საშიშია?,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიშენობა, სადაც ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბია, ოთარ ფარცხალაძის ოჯახს ეკუთვნის
შემდეგი სტატია„საქართველოს ბანკის” გენდირექტორი – „ომეგა ჯგუფს” აქვს 84 მილიონზე მეტი დავალიანება – სასამართლო მიმდინარეობს, თუმცა ისინი ცდილობენ პროცესი გააჭიანურონ