გიგა ბოკერია – სამწუხაროა, რომ მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიციის მხარდაჭერილ კანდიდატს შანსი არ მისცა

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

სამწუხაროა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შანსი არ მისცა და „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატი პირდაპირ დაასახელა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, სწორი ნაბიჯი იქნებოდა ალტერნატიულ კანდიდატს მისცემოდა შანსი.
„სამწუხაროა, რომ მარგველაშვილმა არ მისცა შანსი ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს და პირდაპირ დაასახელა ოცნებისთვის სასურველი კანდიდატი. სწორი ნაბიჯი იქნებოდა ალტერნატიულ კანდიდატს მისცემოდა შანსი და პოლიტიკურ პროცესს ჰქონდოდა ადგილი. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა ეს არ გააკეთა,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა გუშინ დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ნატოში ინტეგრაცია არის ხალხის გადაწყვეტილება და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი