გიგა ბოკერია: სამოქალაქო ომის ხსენება, მუქარაა და თუ ნერვები არ ჰყოფნით, მოხსნას ზურაბიშვილმა კანდიდატურა

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

გიგა ბოკერიას ახალქალაქში განვითარებული მოვლენებისა და გედევან ფოფხაძის განცხადებას ეხმაურება.  მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველო გუნდის მიერ ევროპული სტილის კამპანია “ცრუ პროპაგანდა” იყო. “თაიმერი” ბოკერიას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ გვესმოდა მთელი კამპანიის განმავლობაში ცინიკური განცხადებები, რომ ევროპული სტილის კამპანია შემოგვთავაზა ქართულმა ოცნებამ, მმართველმა გუნდმა და ქალმატონმა ზურაბიშვილმა. ახლა კი გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ცრუ პროპაგანდა იყო. საუბარი ევროპულ კამპანიაზე საბოლოოდ დასრულდა დღეს, როდესაც ახალქალაქში ხელკეტებით შევარდნენ ოპოზიციური პარტიის ოფისში. ეს იყო ასლან აბაშიძის სტილი. ტყუილად არ ვახსენებ ასლან აბაშიძეს – ეს მეთოდები საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს, მაგრამ ვერ გადაარჩენს ბიძინა ივაშვილს და მის გუნდს. მხოლოდ საბედისწერო იქნება მათთვის, როგორც საბოლოოდ ასლან აბაშიძისთვის აღმოჩნდა. ჩვენი ამოცანაა რომ ეს სცენარი ავიცილოთ თავიდან. საჭიროა მოძალადეების უსწრაფესად დასჯა. ქართული ოცნება გვთავაზობს ასეთ თამაშის წესს – თუ მათი სასურველი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს , მივიღებთ სამოქალაქო ომს. ეს მუქარაა ქართველ ხალხზე. ისინი გვთავაზობენ საერთოდ არჩევნების გაუქმებას. თუ ასე უმტყუნათ ნერვებმა, არის მარტივი გამოსავალი. სალომე ზურაბიშვილმა უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა
შემდეგი სტატიამარიხუანას კულტივაცია/ექსპორტი – ჯანდაცვის კომიტეტი პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევას ითხოვს