გიგა ბოკერია – საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ასეთი კრიტიკული შეფასებები შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება

საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ასეთი კრიტიკული შეფასებები შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება არც მე და არც არავის, ვინც ამ საკითხს ადევნებს თვალს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეყნის მომავალს.

„ჩვენ ახლა ვიხილეთ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ასეთი კრიტიკული შეფასებები შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება არც მე და არც არავის, ვინც ადევნებს ამას თვალყურს. ეს არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ საქართველოს დემოკრატიისთვის. უმძიმესი დარტყმა მიაყენა მან საქართველოს დემოკრატიას გუშინაც და ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. დაშინება, მოსყიდვა, ფარულობის სისტემური დარღვევა ამ არჩევნებზე- ეს სამი ფაქტორი მთავარი გამოწვევაა ამ არჩევნებისთვის და ქართული დემოკრატიისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის მომავალს და ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შევიმუშავოთ სტრატეგია როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხვალ, პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც და ამ საკითხზე იმსჯელებენ.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს სტრატეგიაში არც ერთ შემთხვევაში არ იქნება მოწოდებები ჯარის ან სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დაუმორჩილებლობის თაობაზე ან რაიმე იმ ტიპის ნაბიჯის გადადგმისკენ, რაც საქართველოს სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს. სტაბილურობისთვის და დემოკრატიისთვის საფრთხე არის დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი. ეს დასტურდება იმ უმძიმესი შეფასებებიდანაც, რაც მოვისმინეთ ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. მნიშვნელოვანია და ხაზგასმულია, რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც იცის, რომ მდგომარეობა ხარისხობრივად გაუარესდდა პირველ და მეორე ტურებს შორის. ანუ ეს პრობლემები იქამდეც არსებობდა, რაც ჩვენ პირველი ტურის დასკვნაში ვნახეთ, მაგრამ პირველიდან მეორე ტურამდე ახალ ხარისხში აიყვანეს ეს პრობლემა“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – დარღვევებზე შეიძლება ილაპარაკო საქმიანად, გიორგი მარგველაშვილის პათოსი არ შეესაბამება პრეზიდენტის პათოსს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი მზად არის, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს