გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

კვირიკაშვილმა თავისი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი და ციტატა მისცა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ – ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია
,,რუსეთის ფედერაცია ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბრჭყალებში, ეთანხმება მას, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მიხედეთ ამ ორმხრივ მიმართულებას, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან. ჩაეჭიდნენ ამ უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას, განსაკუთრებით ე.წ პირდაპირი დიალოგის შესახებ. არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, არაფრის შეცვლას რა თქმა უნდა არ აპირებენ და პირიქით, უხარიათ, რომ პოლიტიკური ფასი მათ არ ექნებათ ამ ყველაფერში. კვირიკაშვილის მიმართვას ისინი მომავალშიც გამოიყენებენ ციტირებისას, რომ საქართველომ რაც თქვა, გააკეთოს, ანუ უარი თქვას იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი ამ საზარელ მკვლელობებზე და რომ ჩვენ ორმხრივი ე.წ დიალოგები ვაწარმოოთ სოხუმთან და ცხინვალთან,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მთავრობის სხდომას ჟურნალისტები არ დაასწრეს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: აი, ხომ არ გჯეროდათ, თქვე ,,ლიბერასტ-ფაშისტებო”, ახლა რას იტყვით?!