25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

გიგა ბოკერია: რანაირად ჯდება ლოგიკაში ივანიშვილის რეჟიმის ხელდასმით აიათოლების ირანის გავლენის ქსელის გავრცელება?

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებს და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ირანულ გავლენებთან დაკავშირებით უმძიმეს შეკითხვებს უსვამს.

ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლების რიტორიკა „სიფრთხილესა“ და „უცხოური გავლენებისგან დაცვაზე“ სრულ წინააღმდეგობაში მოდის იმ რეალობასთან, რაც ქვეყნის შიგნით ხდება:

„მთავარი კითხვა, რაც რიტორიკულად უნდა დავუსვათ ამ რეჟიმს, არის შემდეგი: რანაირად ჯდება ლოგიკაში, სიფრთხილეში და უცხო ქვეყნის გავლენის არგავრცელების სტრატეგიაში ის, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით — ივანიშვილის რეჟიმის ხელდასმით, აიათოლების ირანის რეჟიმის გავლენის ქსელის გავრცელებით?“ — აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიგალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
შემდეგი სტატიამარია ზახაროვა: თბილისმა მტკიცე არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის სუვერენიტეტისა და ღირსების დაბრუნების სასარგებლოდ