გიგა ბოკერია – ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა სჭირდება, ამიტომ მშვიდობიან აქციებს ვაპირებთ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხდებით, ოპოზიციის გეგმები კვლავ უცვლელია. მისი თქმით, ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გზით გამოსვლა სჭირდება.

„ბოლო ჩვენი განცხადების შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. ოპოზიციას აქვს ერთიანი პოზიცია. ქვეყანას სჭირდება ამ ვითარებიდან, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა მშვიდობიანად, მეტი ზიანის გარეშე და ამას სსჭირდება ნორმალური ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება. რვა მარტის შეთანხმების დროიდან პოლიტპატიმარი რურუა ჯერ კიდევ ციხეშია. უამრავი საქმეა, ეს ყველაფერი საქართველოში მარტო ახლა კი არა, მომავალშიც, ნებისმიერი მომავალი ოპოზიციის ან ნებისმიერი მომავალი ხელისუფლების მხრიდან უნდა დამთავრდეს. ხალხს უნდა ჰქონდეს მყარი ნდობა, რომ მხოლოდ არჩევნებია ინსტრუმენტი ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლებაში დარჩენის. ჩვენ არ გვინდა არანაირი დამატებითი რისკები ქვეყნისთვის. ოპოზიციას არ შეუქმნია ეს კრიზისი. გვინდა ამ კრიზისიდან გამოსავლის პოვნა, ოღონდ რა თქმა უნდა, არა იმის ხარჯზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ დათმოს ფუნდამენტური უფლებები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ჩვენ გვაქვს მხოლოდ მშვიდობიანი ნაბიჯები, რათა საზოგადოების მშვიდობიანი გზავნილით და ჩვენი მეგობრების მშვიდობიანი გზავნილით ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. ახლა მთავარია მოლაპარაკებების გაგრძელება, რომ მივაღწიოთ გონივრულ ვადებში მშვიდობიან არჩევნებს, ქართველი ხალხის ნებას დაემორჩილოს ყველა და არასდროს აღარ იყოს ამ ტიპის კრიზისები საქართველოში, აღარ იყვნენ პოლიტპატიმრები, როგორიც არის რურუა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე: „რჩება თუ არა საპროტესტო აქციები ოპოზიციის გეგმაში“, ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს კონსტიტუციური უფლებაა. თუმცა, როგორც ბოკერია ამბობს, ოპოზიციის თვითმიზანი არის კრიზისის იმგვარად განმუხტვა, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს.

„ბუნებრივია, ეს არის კონსტიტუციური უფლება, მშვიდობიანი აქციები და ამას ვაპირებთ, ოღონდ ეს თვითმიზანი არ არის, მიზანი არის ამ კრიზისის განმუხტვა ისე, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს. ეს არის, იყო და იქნება მთელი სპექტრის, ძალიან განსხვავებული ძალების ერთიანი ამოცანა. არ ვისაუბრებ არაფერზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების ნაცვლად, მით უმეტეს, რომ ლიეტუვის ელჩს შეხვედრა ჰქონდა ნიკა მელიასთან და არა ჩემთან, ან „ევროპულ საქაართველოსთან“. ჩვენ ვართ მადლიერი ყველა საქართველოს მეგობრის, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. რაც შეეხება ზოგადად, თავისუფალი სამყაროს და ჩვენი მეგობრების როლს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ოღონდ ჯერ არის ქართული საზოგადოების პოზიცია და უკვე შემდეგ ამასთან ერთად არის საერთაშორისო რეაქცია. სწორედ ასე შევძლებთ გასვლას ამ ძალიან მძიმე კრიზისიდან ისე, რომ ქვეყანა მეტად არ დაზიანდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: „ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო – პრემიერი ღარიბაშვილი ხდება
შემდეგი სტატიაNGO-ები: ხელისუფლების ნაბიჯები ზრდის პოლარიზაციას და აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში