გიგა ბოკერია სააკაშვილს პასუხობს

პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა იყოს ცივილიზებული ურთიერთობა, სხვას, ვისაც რა შტაბი უნდა, თავისთვის შექმნას, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი, დამოუკიდებელი თამაშის შემოთავაზება თუ ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს არაფერს ცვლის.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, ოპოზიციას აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო ფორმატი „ლეიბორისტულ პარტიაში“, სადაც ხალხი, რომელსაც ბევრ საკითხში ერთმანეთი არ მოსწონს, მნიშვნელოვან საკითხებზე კოორდინირებს.

„ეს უნდა იყოს ცივილიზებული ურთიერთობა პოლიტიკურ ძალებს შორის. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისი არის კარგი. მადლობელი ვართ შალვა ნათელაშვილისა და მისი გუნდის, რომ ამას ძალიან კარგად, ძალიან კორექტულად მასპინძლობენ და ეს რატომ უნდა შეიცვალოს?! ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. სხვას, ვისაც რა უნდა, რა შტაბიც უნდა, თავისთვის შექმნას, მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: შეიძლება თუ არა ხაზარაძე გახდეს შემდეგი?
შემდეგი სტატიააფხაზეთში გამეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას