გიგა ბოკერია პიკეტირებაზე: თუ თვლიან, რომ რეპრესიული ნაბიჯები სწორი პასუხია, დაგვიჭირონ

ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პროტესტის რადიკალური ფორმა, კერძოდ, პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება და თუ ეს უკანონოა, ხელისუფლებას შეუძლია დაკავებები დაიწყოს.

“სანამ ასე უტიფრად მოიქცევიან, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების საშუალება არ ექნებათ. თუ ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მაშინ დაგვიჭირონ. თუ თვლიან, რომ რეპრესიული ნაბიჯები სწორი პასუხია ამაზე, დაგვიჭირონ და ვნახავთ ეს სადამდე მივა მათთვის. სხვა გზა ივანიშვილმა არ დაგვიტოვა. ამ კრიზისის მიზეზი არის ის, რაზეც წავიდა მთავრობა, როცა გადააგდო საზოგადოება”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ გერმანული მოდელით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაა.

“გამოსავალი არის ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაზეა მორგებული. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ანუ შესრულდეს ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა. ყველა რისკზე წავიდა თავად ივანიშვილი და არა საზოგადოება. ეს არ სურდა არავის, არც ჩვენ “ევროპულ საქართველოს”, მაგრამ როცა სხვა გზას არ გიტოვებენ, უნდა დაიცვა ქვეყნის ღირსება”,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში„თავისუფლების ინსტიტუტმა“ პარლამენტის წინ კარავი გაშალა, რომელშიც ორგანიზაციის ოფისი იმუშავებს
შემდეგი სტატიასვანეთში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება