4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

გიგა ბოკერია: პარტიების აკრძალვა საზოგადოების სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან შეგუებას ემსახურება

„ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის პროცესი საზოგადოების სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან შეგუების მცდელობაა.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლების მიზანია რეპრესიული მეთოდებითა და პროპაგანდით ხალხი შეუგუოს რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენასა და კორუფციას.

„პარტიების აკრძალვაც ამას ემსახურება, რომ ამას შეაგუოს ხალხი — ეს არ მოხდება. ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი… რომ ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ“, — აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, ოპოზიციური ძალების მთავარი ამოცანაა საზოგადოებას დამაჯერებელი ალტერნატივა დაანახონ, რათა იმ მასშტაბის მშვიდობიანი პროტესტი მოეწყოს, „რომელსაც რეპრესიული აპარატი ვეღარ გაუძლებს“ და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: თსუ-თან გამართული აქცია პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისია
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი: პოლიტიკური ტრიპერის ანკესიანი ბანერებიც აქაა, ცხადია, სააკაშვილს ვგულისხმობ