გიგა ბოკერია – პარლამენტში შესვლის საკითხი დღის წესრიგში დადგება მაშინ, როდესაც გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები

საქართველოს პარლამენტში შესვლის საკითხი დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, როდესაც მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციას ხელისუფლების შესაცვლელად უნდა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები.

„როგორ ფიქრობთ, საერთოდ განიხილება პარლამენტში შესვლა? ეს საერთოდ დღის წესრიგშიც არ დგას. ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა. სწორედ მაგაშია ჩვენი კონსტრუქციულობა. ჩვენ გვინდა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები და არა რაიმე სახის არასაარჩევნო სცენარი ხელისუფლების შეცვლის. ეს არის მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციის, რომ ამისკენ ვისწრაფოდეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ,,საჭიროა ბრძოლა რომ ვიყოთ ღირსეული სახელმწიფოს ღირსეული ხალხი”
შემდეგი სტატიაბურჯანაძე: ხელისუფლებას მოუწევს გაითვალისწინოს ის მოთხოვნა, რაც უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის და საერთაშორისო ლიდერის მიერ არის გამოთქმული