გიგა ბოკერია – ოპოზიციისგან იმ შემთხვევაში იქნება კომპრომისი არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე, თუ შესვლა ემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები

“ქუჩაში ლეგიტიმური აქციები ყოველთვის ნორმალურია, მაგრამ პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ადგილი. ჩვენ რომ არ გვაქვს, რბილად რომ ვთქვა, ნორმალური ვითარება, ამიტომაა ეს ამბავი და პროცესების პარლამენტში გადანაცვლებას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება კრიზისიდან გამოსვლაზე, ამას სჭირდება შეთანხმება ყველა იმ პუნქტზე, რაც პრეზიდენტმა მიშელმა დასახა, მათ შორის, ყველაზე სწრაფად პოლიტიკური პატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შესვლა პარლამენტში, თუ ეს ნაბიჯი მოემსახურება ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებას და გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები. ასეთ შემთხვევაშიც, „არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი იქნება“-აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი: ყველა პარტია უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესისკენ საერთო წინსვლის გზაზე
შემდეგი სტატიათალაკვაძე: ვადამდელი არჩევნები საფუძვლის გარეშე არ ინიშნება