გიგა ბოკერია ნინო ლომჯარიას: ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავთ?

“მადლობა სახალხო დამცველს მნიშვნელოვანი მოხსენებისთვის. მე მინდა, დაგისვათ ის კითხვა, რომლის დასმაც უნდათ უმრავლესობის წევრებს, მაგრამ ძალიან მორიდებული ხალხია და ერიდებათ პირდაპირ კითხვა და მე დავეხმარები, თუ შეიძლება. რატომ არ იცავთ ამ ხალხის უფლებებს? მმართველ გუნდს ვგულისხმობ. ვერ ხედავთ, რა დღეში არიან? სულ მუდმივად ლანძღავენ ამათ, აკრიტიკებენ და არ არსებობს კანონი, რომ აუკრძალონ ხალხს კრიტიკა. ერთი ტელევიზია ხელში ჩავიგდეთო და ციფრული ტექნოლოგიები ისე განვითარდა, ხუთი გახსნესო. უპასუხეთ, თუ შეიძლება, რატომ არ უჭერთ ამ ხალხს მხარს, რომ დამთავრდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მთავრობის კრიტიკა. თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, დაეხმარეთ ამ ხალხს. აღარ შეუძლიათ მეტი.

და ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავთ? გვითხარით, თუ შეიძლება. შეიძლება ასე? კაცს ამხელა ღვაწლი აქვს და არის უპატრონოდ მიგდებული და ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს მაზე. და თქვენ სახალხო დამცველი ხართ, მართლა აწუხებთ ეს კითხვა და იქნებ გასცეთ პასუხი ”-აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამიამ დღეს თავად აღიარა, რომ რურუა არის კრიმინალური ავტორიტეტი
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ინფრასტრუქტურული პრობლემები (მოუწესრიგებელი შენობები, გაუმართავი საკომუნიკაციო და სანიტარიულ-ჰიგიენური სისტემები)