გიგა ბოკერია – ნიკა მელიას დაჭერა თუ გაბედეს, ამას მოყვება ცალკე რეაქცია საზოგადოების მხრიდან

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრების გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ამას საზოგადოების მხრიდან ცალკე რეაქცია მოყვება. მისივე თქმით, მელიას წინააღმდეგ საქმე აბსურდულია.

„თუ გაბედეს ეგეთი უტიფარი და სამარცხვინო ნაბიჯი, ეს ცალკე სცენარია, ამას მოყვება ცალკე რეაქცია საზოგადოების მხრიდან. თუ ეგეთი ნაბიჯი გადადგეს, ყველა ასეთ ნაბიჯს შემდეგ განვიხილავთ და საზოგადოებას გავაცნობთ“, – აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას აბსურდულ საქმეზე დაჭერა საერთოდ სერიოზულად არც უნდა განეხილათ და ვერც უნდა გაბედონ.

ბოკერიას განმარტებით, აღნიშნული საკითხისგან დამოუკიდებლად აქვთ საპროტესტო გამოსვლების გეგმა, რომლის ამოცანაც არის ქვეყანაში ვადამდელი, ნორმალური არჩევნების მიღწევა.

banner
წინა სტატიაშინატელაშვილი: ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი მიიღებს ისეთ ხურდას, რომელსაც ვეღარ მოინელებს
შემდეგი სტატიანიკა მელია: სანერვიულო არაფერი მაქვს, თავის დახრას არ ვაპირებ